„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2523-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018880
2523-IIს
13/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
430050000.05.001.018880
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „შ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ1) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;“;

ბ) „შ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;“;

დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება − იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ  მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;“;

ე) „ჰ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ4“ ქვეპუნქტი:

„ჰ4) საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის − ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.“.

2. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სკოლა ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და დაიცვას ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. ამ მიზნით კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო სკოლაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.“.

4. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის კანონიერი მითითებები. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამის გამო მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს. მოსწავლის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.

3. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

4. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

5. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

6. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების უფლება აქვს იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი. 

7. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ.

8. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

9. მოსწავლის/მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის/მოსწავლეების ქმედებით საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობებში ჩართვა. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მოსწავლის/მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისკის შემცირება და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.

12. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.

13. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის მშობლის ან მოსწავლის მშობლის მიერ განსაზღვრული პირის სკოლაში გამოცხადებამდე.

14. მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

15. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგენს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელების შესახებ ოქმს. ამ ოქმში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რა გარემოების საფუძველზე, რა მიზნით, სად, რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება.

16. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად. ამ წესითა და პირობებით რეგულირდება შემდეგი საკითხები:

ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები;

ბ) სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი;

გ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი;

დ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების წესი;

ე) მოსწავლის განცალკევების განხორციელების წესი და მისი განცალკევების შემდეგ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები;

ვ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემის წესი, აგრეთვე ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სკოლების მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების სკოლებში განაწილებისა და როტაციის წესი;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი;

მ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

17. პირის უსაფრთხოების დაცვისა და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე და შიდა პერიმეტრებზე.

18. სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“−„ჰ13“ ქვეპუნქტები:

„ჰ11) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს;

12) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით;

13) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესს.“.

7. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები:

„კ1) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან;

2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებისას უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს დასაბუთებული მიმართვა;“.

8. 481 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური). საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანებია:

ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლებთან თანამშრომლობა;

ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის, მათი მშობლებისათვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის ან/და მასწავლებლებისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და მათი საინფორმაციო მხარდაჭერა;

ვ) კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და მათი ორგანიზება;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა;

ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით.“;

გ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები. აღნიშნული კურსები სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს.

31. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.“.

9. 482 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს; უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების როტაცია; განიხილავს ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სკოლის დირექტორის დასაბუთებულ მიმართვას და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;“.

10. 483 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კატასტროფის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) დროს მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კატასტროფისათვის მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში, მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;

2) მოსწავლის განცალკევება ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენის, იმ საგნის აღმოჩენის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;“;

ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას თანამშრომლობს სკოლასთან. ამასთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

11. 486 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 486. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები და წესი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გამოყენებული ფიზიკური ძალა წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას;

ბ) მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ეს პირი მიიმალება ან გარშემომყოფთ ზიანს მიაყენებს.

3. ფიზიკური ძალის გამოყენების დროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ და მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც პირის გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს წარმოქმნილი საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური უნდა იყოს;

გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

4. აკრძალულია ფიზიკური ძალის ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში დგება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმი. ამ ოქმში სხვა ინფორმაციის მითითებასთან ერთად უნდა დასაბუთდეს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 637 მუხლი:

„მუხლი 637. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები

1. ამ კანონის 48მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად 2018 წლის 15 სექტემბრამდე დანიშნულ პირზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.“.

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად კამერები განთავსდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა.

მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ეტაპების მიხედვით იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადება, რომლებმაც მოსამზადებელი კურსები ამ კანონის ამოქმედებამდე გაიარეს.

მუხლი 4

1. 2018 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცება;

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესის დამტკიცება;

გ) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების განსაზღვრა;

დ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. 2018 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცება;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცება.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებისა, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7−მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-7−მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ივნისი 2018 წ.

N2523-IIს