„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016263
8
22/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
300280000.16.009.016263
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2018 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 31 მუხლის პირველ პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნტი:

„ა1)  ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;“;

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვითარში უნდა მიეთითოს:

ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით);

ბ) სამომხმარებლო ტარიფი;

გ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება;

დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;

ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში ასევე მოცემული უნდა იყოს:

თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ.ბ) განაწილების ლიცენზიატის  24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით  მომსახურების ნომერი;

თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.“;

ბ.ბ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52 ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში-ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება ქვითრის მისაღებად ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე;

ბ)ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;

დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;

ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

ვ) სხვა პირობები და გარემოებები.“;

ბ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.“;

ბ.დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან - 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან - 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.“;

გ) მე-10 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმა­რებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნი­ლი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:

ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;

ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყო­ფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსა­ხორ­ცილებლად;

გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტრო­ენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის;

დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადა­ცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში;

ე) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის).“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;

ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.“;

დ) მე-17 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.“;

დ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“.

დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.“;

დ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.“;

ე) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ) 26-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა).“;

ვ.დ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ე) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61, 62 და 63 პუნქტები:

„61. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე  განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელზე.

62. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ამ წესების №6 დანართით გათვალისწინებული საფასური (ამ წესების 261 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას  და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან - 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. მისაერთებელი სიმძლავრით მომარაგებისთვის.

63. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს ამ წესების 261 მუხლის  მე-10  პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.“;

ზ) 261 მუხლის:

ზ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.“;

თ) 27-ე მუხლის:

თ.ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში:

ა.ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, ამასთან, მომხმარებელი არ იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ა.ბ) თუ მომხმარებელი იცვლის მხოლოდ ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №6 დანართით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს.

ა.გ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში და მომხმარებელი იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №4 დანართით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს.“.

თ.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა იმ ვადაში, რაც განსაზღვრულია ამ წესების, შესაბამისი №4 ან №6 დანართით გათვალისწინებულ  შეთავაზებული პაკეტისათვის.“;

თ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის დასაშვები მოცულობების გაზრდის ან/და  ძაბვის საფეხურის გაზრდის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური შემცირდება – განახევრდება.“;

ი) 32-ე მუხლის:

ი.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

31. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.“.

მუხლი 2
2021 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს ,,თელასის” 6-10 კვ ძაბვის მომხმარებლების ტრანსფორმატორებში აქტიური ელექტრული ენერგიის დანაკარგების განსაზღვრისა და მიწოდებული აქტიური ელექტრული ენერგიის აღრიცხვის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 300.290.000.16.009.008.062).

 

მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“,  „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“,  „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 31 აგვისტოდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი