საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2631-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018886
2631-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
020000000.05.001.018886
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 177. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა

1. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

5. იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 7 000 ლარამდე ოდენობით.

6. დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

7. შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8. კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.

9. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

10. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

11. საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

12. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ან/და ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით.

14. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისათვის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: 

1. ამ მუხლის მიზნებისათვის, თუ პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე, რომლებიც არ ითვლება იურიდიულ პირებად, დაირღვა ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჯარიმის შეფარდება ხდება თითოეული ობიექტისთვის ცალკე.

2. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წყალმომარაგების ლიცენზიატს  ან/და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან მიიღო სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების/ტექნიკური გაუმართაობის შესახებ მიწერილობა და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოფხვრა დაზიანება/გაუმართაობა.“.

2. 17714 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17714. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა

1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:

ა) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ბ) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით;

გ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგურის) რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით;

დ) 100- ან მეტადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს 100- ან მეტადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1557−15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712–1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4–მე-6 და მე-8–მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.

4. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 210. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, როგორც ზედამხედველობის ორგანო, განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და სამართალდამრღვევებს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელებს ამ კოდექსის 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის.

2. ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 ან მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სანქციის მითითების გარეშე და მას განსახილველად წარუდგენს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“.

5. 239-ე მუხლის 602 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი.“.

6. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 42და 42მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 1752 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2631-IIს