„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3229-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.019112
3229-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
040110030.05.001.019112
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონები;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3229-რს