„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016264
9
02/07/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
300320000.16.009.016264
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2018 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05.08.2014, 300320000.16.009.016091) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) 28-ე მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია უფლებამოსილია, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული და სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის დადგენილი ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირება ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასით განახორციელოს იმავე სატარიფო რეგულირების პერიოდის დასრულებამდე შესაბამისი სატარიფო წლისთვის/წლებისთვის, ასევე შესაბამისი სატარიფო წლის განმავლობაში ერთხელ საწარმოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის (სატარიფო განაცხადის) საფუძველზე.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული მოთხოვნის – სატარიფო განაცხადის გამარტივებული ფორმა და მასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

გ) 32-ე მუხლის:

გ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“;

გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2):

ა) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) 24-ე მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“;

ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე.“.

3. 21 პუნქტით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3):

ა) მე-18 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უფლებამოსილია, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დაგეგმილი ფასის, უცხოური ვალუტის კურსთან მიმართებაში ლარის კურსის და სათბობის ხვედრითი ხარჯის მაჩვენებლის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, განახორციელოს სატარიფო წლისთვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ერთხელ კორექტირება საწარმოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის (სატარიფო განაცხადის) საფუძველზე, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებით შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

cFC t =[(aV t × (aEXC t × aP t – pEXC t × pP t))+ (aEt × pPt × pEXCt×(aEFFt – pEFFt))] ×(1 + rd t )n/12 (17),

სადაც:

cFC t – სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებული ოდენობა (t) პერიოდისთვის (ლარი);

aV t – შესყიდული სათბობის ფაქტობრივი მოცულობა შესაბამისი n პერიოდისთვის (მ3);

aEXC t – ვალუტის ფაქტობრივი გაცვლითი კურსი შესაბამისი n პერიოდისთვის;

aP t – სათბობის შესყიდვის ფაქტობრივი სახელშეკრულებო ფასი შესაბამისი n პერიოდისთვის (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

pEXC t – ვალუტის დაგეგმილი გაცვლითი კურსი შესაბამისი n პერიოდისთვის;

pPt – სათბობის შესყიდვის დაგეგმილი სახელშეკრულებო ფასი შესაბამისი n პერიოდისთვის (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

aE t – სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა შესაბამისი n პერიოდისთვის (კვტსთ);

aEFF t – სათბობის ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯი შესაბამისი n პერიოდისთვის (მ3/კვტსთ);

pEFF t – სათბობის დაგეგმილი ხვედრითი ხარჯი შესაბამისი n პერიოდისთვის (მ3/კვტსთ);

rd t – დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის მოქმედი სესხის ღირებულების ტოლია (%);

n – კორექტირებას დაქვემდებარებული პერიოდი (თვე).“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული მოთხოვნის – სატარიფო განაცხადის გამარტივებული ფორმა და მასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ)  22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს არაუგვიანეს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისისა. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.“;

გ) 23-ე მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საწარმო, რომელსაც ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები ჯერ არ დადგენია, არ არის ვალდებული დაიცვას სატარიფო განაცხადის წარმოდგენისთვის ამ მეთოდოლოგიის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.“;

გ.ბ) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს ტარიფის გაანგარიშების წლის მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“;

გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო/მუნიციპალურ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ან/და საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შედეგად მიღებული რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება, თუ აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულების დადგენა შეუძლებელია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია