საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2756-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019030
2756-IIს
29/06/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
020000000.05.001.019030
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.

2. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​1, 58​​3, 59-ე, 59​3, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 2283 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2283. სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები

1. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს.

2. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების (ადმინისტრაციული სახდელის დადების) შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

4. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) 44 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;

გ) 74-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 75-ე ნაწილი:

„75. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები (წყალმომარაგების ლიცენზიატები) (მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები) მათ მიერვე დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“.

5. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 ნაწილი:

„19. სასმელი წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა (წყალმომარაგების ლიცენზიატებმა) 2018 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივნისი 2018 წ.

N2756-IIს