„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3030-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.001.018935
3030-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
040040000.05.001.018935
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6−მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.

მუხლი 7

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.

მუხლი 8

ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.

მუხლი 9

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილ ფარგლებში) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს.

მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომლის წევრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირები.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3030-რს