„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3031-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.018980
3031-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
040030000.05.001.018980
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27),  1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ2) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებისა და რაოდენობის განსაზღვრა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3031-რს