„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3075-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018968
3075-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
040200010.05.001.018968
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით.

2. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სრულყოფილად არ შეიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს დაბადების რეგისტრაცია.“.

2. 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არცერთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებასთან, ვალდებულია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული ფორმით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით.

2. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3075-რს