პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2757-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2757-IIს
29/06/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
240110000.05.001.019031
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის.“;

ბ) მე-20 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე ნაწილი:

„21. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება − პროდუქტის რეალიზაციის დროებით შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ეს თავი ასევე არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.“.

3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“−„ჰ1“ ქვეპუნქტები:

„ძ) დადასტურებული საფრთხე − შესაბამისი აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების განხორციელებით ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;

წ) რისკი − ამ კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით, პროდუქტთან ან ობიექტთან დაკავშირებული ყველა ის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს; 

ჭ) ეკონომიკური ოპერატორი − ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიმწოდებელი პირი/პირები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელი არიან პროდუქტის უსაფრთხოებისთვის;

ხ) ბაზარზე ზედამხედველობა − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების და  მიღებული ზომების ერთობლიობა, რომლითაც დგინდება პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამოირიცხება პროდუქტის მიერ ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის საფრთხის შექმნა;

ჯ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;

ჰ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა;

1) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 191 მუხლის 24-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს − ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობას, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.“;

ბ) მე-2 ნაწილის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას;

ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებისა;

ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;“.

5. მე-18 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. სამშენებლო საქმიანობის ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

6. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში;“.

7. კოდექსს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 191 და 192 მუხლები:

„მუხლი 191. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება:

ა) რისკის ანალიზის საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით;

ბ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;

გ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.

5. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.

6. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებსა და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან აღებული ნიმუშის შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. ­

7. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი.

8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს. 

9. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი  ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს.

11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე  ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვის ხარჯს ანაზღაურებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

12. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას.

13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები.

14. თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე.

15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი.

16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტს. თუ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის რეალიზაცია არ შეუჩერებია, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.

18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ.

19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ.

20. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია.

21. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 27-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით და მათი შესრულება სავალდებულოა. ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას.

23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზედაც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

25. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით. 

26. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხის და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით.

27. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს.

28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით.

29. ამ მუხლში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ კოდექსის მე-15 მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებულ იმავე ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 192. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

ამ კოდექსის 421−42მუხლების შესაბამისად დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ობიექტზე გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობის ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. აღნიშნული შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. ამ ოქმის ასლი სპეციალური შენიშვნით/მითითებით (მისი არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

3. ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.“;

გ) მე-8−მე-12 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421−42 მუხლები:

„მუხლი 421. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

მუხლი 422.  ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარამდე.

მუხლი 423. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე.

მუხლი 424. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.

მუხლი 425. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე.

მუხლი 426. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებს.

2. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“.

10. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე ნაწილი:

„31. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;

გ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესის დამტკიცება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივნისი 2018 წ.

N2757-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.