„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.020678
362
10/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
120200010.10.003.020678
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №362

2018 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

2. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

 ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელი;

გ) ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორი;

დ) ტერიტორიული ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) ტერიტორიული ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.

3. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტა­მენ­ტის:

ა) უფროსი და უფროსის მოადგილე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

გ) შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის უფროსი;

დ) ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების საჯარო მოსამსახურეები.

4. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ) შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) ტყითსარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

დ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი, ტყის მცველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე