ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016420
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
11/07/2018
ვებგვერდი, 13/07/2018
010260020.35.117.016420
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2018 - 23/08/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 11 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 239-ე  მუხლის მე-14  ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/09/2014;  სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.172.016031).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ მოქმედების სფეროსю

2. წესის მიზანია ქალაქ ამბროლაურის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.


მუხლი 2. პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა 
1. პირუტყვის ყოფნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია, გარდა ქალაქის ბულვარის, პარკისა და სკვერის ტერიტორიისა (სადაც პირუტყვის ყოფნა აკრძალულია როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ისე მეთვალყურეობის ქვეშაც).

2. პირუტყვის მიერ  ქალაქის ქუჩების გადაკვეთა დასაშვებია, მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.


მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ტექსტში შემდგომ – სამსახური).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილ იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე.

5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.


მუხლი 4. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების  აღსრულებაზე  და  ვალდებულია:

ა)  უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება);

ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური  და  კანონსაწინაღმდეგო  ქმედებებისაგან;

გ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა;

3. პირუტყვის (პასუხისმგებელი პირის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო)  დაღუპვის შემთხვევაში, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი  პირი 30  (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  ვადაში.


მუხლი 5. პირუტყვის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ.

3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს  აწერს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე.


მუხლი 6. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 
1. პირუტყვის მესაკუთრის მიერ დაკისრებულ ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში  პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, სხვაობა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან.

4. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.


მუხლი 7. წესის მოქმედება  
აღნიშნული  წესის  მოქმედება  ვრცელდება  როგორც   პირუტყვის  მესაკუთრეზე,  ასევე  იმ პირზე, რომელიც სჩადის  სამართალდარღვევას,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  მესაკუთრის  დადგენა  შეუძლებელია.