„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017562
05/ნ
25/07/2018
ვებგვერდი, 26/07/2018
430110000.22.022.017562
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2018 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015; ს/კ: 430110000.22.022.017070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე  გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით,  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრის თვისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ)  საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო ივლისისა და აგვისტოს თვეებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ ივნისის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციით.“.

3. მე-3 პუნქტის შემდეგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. სამინისტრო, მართვის სისტემის მიერ ივლისისა და აგვისტოს თვეებში სამინისტროსათვის მოწოდებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს წარმოქმნილ განსხვავებას და გადარიცხავს ივლისისა და აგვისტოს თვეებისათვის საჯარო სკოლებისათვის გადარიცხულ დამატებითი დაფინანსების მოცულობასა და საჯარო სკოლებისათვის ივლისისა და აგვისტოს თვის გადასარიცხ დამატებითი დაფინანსების მოცულობას შორის სხვაობას.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სკოლებისათვის სექტემბრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ – 25 სექტემბრის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 სექტემბრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით  არსებული საათობრივი დატვირთვა და ახალი სასწავლის წლის დაწყების შემდეგ  25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა.“.

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი