„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3223-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.019105
3223-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
040150000.05.001.019105
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 და 154 მუხლები:

„მუხლი 153. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია

1. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციის არსებობისას, თუ უძრავი ქონების მესაკუთრე განიზრახავს ამ ქონების სხვა პირზე გასხვისებას, მან სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას დათქმულ ვადაში არ მიეწოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ამ უფლების გამოყენების შესახებ.   

3. თუ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, სააგენტო ვალდებულია დამატებით გამოიკვლიოს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების საფუძვლები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში უარყოფითი პასუხის გაცემის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში უქმდება უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია და ხორციელდება საკუთრების უფლების შემძენზე რეგისტრაცია.

4. უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უქმდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო გააუქმებს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ან ცვლილებას შეიტანს მასში. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მუხლი 154. მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებული მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის საფუძველზე. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3223-რს