დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3230-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019102 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1512 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან. |
ქუთაისი, 20 ივლისი 2018 წ. N3230-რს |
დოკუმენტის კომენტარები