„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3283-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3283-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
040030000.05.001.019089
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა:

ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გაგზავნის შესაძლებლობას;

ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14​4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;

ი.გ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;

კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გაგზავნას;“;

ბ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისათვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე − მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის რეალურ დროში მიწოდებას;“;

გ) „ო.ა“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისათვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის რეალურ დროში მიწოდებას.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს.“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი

ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს:

ა) სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 146 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე:

ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ჩატარებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით;

ბ.ბ) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;

ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.

4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კონტროლი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 143​3 მუხლების და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4258 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4598 – ვებგვერდი, 05.08.2019წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3283-რს