დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 61 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016409 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №41 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016345) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თავი I
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 154,542.4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 29,900.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 81,757.1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 42,885.3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 87,866.4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 53,061.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 63,961.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,900.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 151,828.1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 13,614.3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -180.2 ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 5,777.9 ათასი ლარის ოდენობით: ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5,958.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 11.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -13,794.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 13,794.5 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 171,400.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 14.
სარეზერვო ფონდი |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1,200.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში. |
მუხლი 15.
სესხების მომსახურება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 18,242.0 ათასი ლარის ოდენობით. აქედან 196.6 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 17,985.3 ათასი ლარი – გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების, 60.1 ათასი ლარი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურებისათვის. |
მუხლი 16.
საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 14,516.2 ათასი ლარის ოდენობით. აქედან 1,891.5 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის ავტობუსების პროექტის თანადაფინანსებისათვის, ხოლო 12,624.7 ათასი ლარი – ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის. |
მუხლი 17.
კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი პროქტების ჩამონათვალი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით. |
მუხლი 18.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეროვნულ ასოციაციებში საწევროების გადახდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (01 02) მიერ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19.
დავალიანებების დაფარვა |
1. განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 95.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. |
მუხლი 20.
ფულადი ჯილდო, დანამატი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანაზღაურება |
2018 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 21.
პროგრამები და ქვეპროგრამები |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ხორციელდება ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანის გზით. |
მუხლი 22.
ასიგნებების გადანაწილება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუქნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, მოახდინოს ცალკეული პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
მუხლი 23.
ასიგნებების დაფინანსება |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
დოკუმენტის კომენტარები