„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.020729
413
13/08/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
330130000.10.003.020729
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №413

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა2) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი მშენებლობისას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით) და სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;“.

2. 34-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების  აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით);“.

3. 45-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით წარდგენილ განცხადებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა დაერთოს ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით).“.

4. 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-40 მუხლის 31 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც  კ-3 კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული);

„ნ2) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა), ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო   ინფრასტრუქტურაზე   (გარდა  6000  კვ. მ-ზე   ნაკლები   ფართობის   შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და ღამის კლუბის, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტების, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საკულტო ნაგებობისა);“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე