დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 424 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 26/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.020740 |
|
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები