„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016274
19
16/08/2018
ვებგვერდი, 20/08/2018
300380000.16.009.016274
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2018 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილებაში (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

) 31 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1)  ბუნებრივი გაზის მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.“;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითარში უნდა მიეთითოს:

ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით);

ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე;

გ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება;

დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია;

ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში, ასევე მოცემული უნდა იყოს:

თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ.ბ) მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის  24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით  მომსახურების ნომერი;

თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.“;

ბ.ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა და ფორმატში). ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შეთანხმებაში, უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში);

ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;

დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;

ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალები, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

ვ) სხვა პირობები და გარემოებები.“;

ბ.გ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:

„52. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.

53. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის/განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.“;

ბ.დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1-ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.“;

ბ.ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.“;

გ) მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. ამასთან:

ა) მიმწოდებლის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ:

ა.ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას;

ა.ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;

ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში;

ა.დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის).

ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:

ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაცია;

ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.“.

დ) მე-17 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.“.

დ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“;

დ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

31. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.“ ;

დ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.“;

) მე-19 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).

4. ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მიერთების საფასური.“;

ე.გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება:

„ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (გარდა ამ მუხლის “11” პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა განაწილების ლიცენზიატის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით);”;

ვ) 191 მუხლის:

ვ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №3 დანართში. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). განაწილების ლიცენზიატმა გაზმომარაგების დაწყების/მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით. ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე),  ამასთან, განაწილების ლიცენზიატმა ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე.“;

ვ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.“;

ზ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება, გამოყენებული მეთოდის ხარჯისა და სირთულის მიხედვით.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.ე“ და „ვ.ა“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“,  „ბ.ე“ და „ვ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი