„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.108.016421
57
27/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
010250040.35.108.016421
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.108.016152) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:   

ა) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ამ რეგლამენტის დადგენილი წესით იმართება თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით;“       

ბ) 34- მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება;“;

) 34- მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს;“;

დ) 36- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

მუხლი 36. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე     

„1. ფრაქციას ხელმძღვანელობს და ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.

3. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა ფრაქციის წევრი.“;

ე) 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„დ) ამორჩეველთა  საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით (მატერიალურად), ხოლო ელექტრონულად – 0,5%-ს (მხოლოდ საკრებულოს ნორმატიულ აქტზე);“;

ვ) 98-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდაჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდაჭერის სახელის და გვარის, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), პირადი ნომერის, რეგისტრაციის  ადგილს,  ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას;“;

„გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, ხელმოწერის დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი