„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017581
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24/ნ
30/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
430210000.22.022.017581
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/2018 - 31/08/2018)

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №24/ნ

2018 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“:

1. მე-2 მუხლის 31 პუნქტის შემდგომ დაემატოს შინაარსის 32 – 35 პუნქტები:

„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში გამოცდების ცენტრი) მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

33. გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ტესტური დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

34. გამოცდა ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:

ა) გამოცდა ჩატარდება  წელიწადში ორჯერ;

ბ) გამოცდა ტარდება ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

გ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;

დ) გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი ქმნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ და გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზას.

35. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს, გამოცდაში მონაწილე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის თაობაზე ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

2. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

„მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

გამოცდების ცენტრი გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2019 წლიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი