„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3399-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.019151
3399-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
140080000.05.001.019151
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის  (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელმწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3399-Iს