„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016805
116
11/10/2018
ვებგვერდი, 11/10/2018
310150000.22.034.016805
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №116

2018 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს არ მოსთხოვოს რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენა, თუ  აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული სახით.“.

2. მე-8  მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;“;

3. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

,,მუხლი 121

მოსარგებლე პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანების მიხედვით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“.

4. 172 მუხლი ამოღებულ იქნეს;

5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება,  გაცვლა და ა.შ.) სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) ერთობლივი განცხადება;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) გირავნობის გარიგება;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრების განკარგვის უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განკარგვის უფლებას იძენს სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

4. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრის ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისას, სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლამდე;

ე) ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა უარი განაცხადა გაფრთხილების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს. წერილობითი გაფრთხილების გადაცემა სავალდებულო არ არის, თუ ვალდებულების წარმოშობის შესახებ პირი ინფორმირებულია უფლების გადაცემის ბარათის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 26-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. იურიდიული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ რეგისტრაცია ხორციელდება უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე.

4. სააგენტო და მისი თანამშრომელი არ არის პასუხისმგებელი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორცილების უფლებამოსილებაზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე, აგრეთვე წარმომადგენელი პირების მიერ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.

5. ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, აგრეთვე 251 , 26-ე, 27-ე, 271 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.

7. მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის შესახებ მოთხოვნის არამართლზომიერ გამოყენებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

8. მემკვიდრეს ან სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა 27-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ რეგისტრაციის მომენტისათვის მიღებული ქონება განადგურებულია ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება გადაფორმებას, ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება მემკვიდრე ან მამკვიდრებელი.“.

6. 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია