დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.034.016814 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში (სსმ, 19.12.2005 წ., N146, მუხ.1635) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის: ა) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა“; ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით, ერთი ან ორი პატრულ-პოლიციელის შემადგენლობით.“; გ) მე-13 მუხლის: გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განწესი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე პატრულ-პოლიციელისგან.“; გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. განწესს, რომელიც პატრულირებას ახორციელებს ერთი პატრულ-პოლიციელის შემადგენლობით, დეპარტამენტის დირექტორის ან მისი დავალებით განწესისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განესაზღვრება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული პატრულ-პოლიციელის ცალკეული უფლება-მოვალეობები, ასევე სამსახურის ამოცანებისა და საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები