დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 429 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017153 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 84-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საანგარიშო თვის/კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადასახადო ორგანოს წარედგინება „ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-08) ან „ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-09) ან „ანგარიშგება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ“ (დანართი №IV-091), ან ახალი საბაჟო დეკლარაცია და ძალადაკარგული/კორექტირებული წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაცია. თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ბრუნვის შესაბამის ნაწილზე გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი. 3. იმპორტიორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია უქმდება სრულად ან ნაწილობრივ, საერთაშორისო საზღვაო ან საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მოცულობაზე გაანგარიშებული აქციზის, ხოლო ამ პუნქტში მითითებული საქონლის იმ პირზე სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები – გასხვისებულ საქონელზე გაანგარიშებული აქციზის მიხედვით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები