„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3800-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019244
3800-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
040030000.05.001.019244
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ  მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3800-Iს