„საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016058
9
03/12/2018
ვებგვერდი, 04/12/2018
220010070.11.004.016058
„საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №9

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 04/04/2018; ს/კ: 220010070.11.004.016052)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21) სესხი უნდა შეესაბამებოდეს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასესხო აქტივების დაგირავების მომენტში, კომერციული ბანკის სასარგებლოდ პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული უნდა იყოს უძრავი ქონება (ქონებები) და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 85%-ს.

5. მსესხებლისა და თანამსესხებლის (იმ შემთხვევაში, თუ სესხის გაცემის მომენტში გათვალისწინებულია თანამსესხებლის შემოსავლები) სესხის მომსახურების კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს დანართი 1-ით განსაზღვრულ კოეფიციენტებს. ამასთან, სესხის მომსახურების კოეფიციენტის დათვლისას „ყოველთვიური გადასახდელები“ და „ყოველთვიური წმინდა შემოსავლები“ უნდა შეესაბამებოდეს  ფიზიკური პირებზე სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

2. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში – ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კორპორატიული ბონდები ამავე სისტემის წესების შესაბამისად.“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

2018 წლის 4 აპრილის მდგომარეობით ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაგირავებულ სასესხო აქტივებზე 2019 წლის 12 დეკემბრამდე არ ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე



დანართი

ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში

სესხის მომსახურების კოეფიციენტი მაქსიმალური მაჩვენებელი არა ჰეჯირებული მსესხებლებისათვის

სესხის მომსახურების კოეფიციენტი მაქსიმალური მაჩვენებელი  ჰეჯირებული მსესხებლებისათვის

<=1,000

20%

20%

1,000-3,000

20%

25%

3,000-5,000

20%

30%

5,000-7,000

25%

40%

7,000-10,000

30%

50%

თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები აღემატება 10,000 ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი  შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობა.