„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016358
267/04
07/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
220090000.18.011.016358
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №267/04

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
-„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110408016; 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-2 მუხლის:

ა)  „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის, საპენსიო სააგენტოს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების), მონაწილეების ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის, საპენსიო სააგენტოს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის, მონაწილეების ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად;“;

 ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„ც) საპენსიო სააგენტო – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის;

ძ) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო შენატანს ან/და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანი საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის/მონაწილის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.

2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების), მონაწილის (მონაწილეების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის/მონაწილის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.“;

3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51.) ნომინალური მფლობელობის ანგარიში საპენსიო სააგენტოს გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერი;

გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე