საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

2018 წლის ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 95 განცხადება. სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 65 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია, 16 განცხადებაზე ინფორმაცია არ გაცემულა, ხოლო ამჟამად განხილვის პროცესშია 15 განცხადება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 6 განცხადება. სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 4 მათგანზე გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო 2 განცხადება მომზადების პროცესშია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 20 განცხადება, სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 5 განცხადება, სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 4 განცხადებაზე განხორციელდა რეაგირება და გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ხოლო, 1 განცხადება მომზადების პროცესშია.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია

სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 16 განცხადება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საფინანსო ანალიტიკურ სამსახური

სსიპ – საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 3 განცხადება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 87 განცხადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქედან:

– 78 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია.

– 1 განცხადება მომზადების პროცესშია.

– 1 შემთხვევაში განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

– 2 შემთხვევაში განმცხადებელს არ მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

– 6 შემთხვევაში განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური

სსიპ – შემოსავლების სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 1485 განცხადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აქედან:

– 1163 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია.

– 290 შემთხვევაში ინფორმაცია არ გაცემულა.

– 17 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელეების მიერ:

• ბექა  ჩხაიძე – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და  ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი);

• ცოტნე ყავლაშვილი – სახაზინო სამსახურის უფროსი;

• ანა ლურსმანაშვილი – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური).

• ანა გლოველი  – პირველადი  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური).

• ლევან წითელაშვილი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის იურდიული დეპარტამენტის უფროსი;

• ლანა პირტახია – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა  და  ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემია).

• ჯონი შურღულაია – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).

• ნელი ბაინდუროვი – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო).