დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016672 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი:120340000.22.026.016266) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულება.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა (შემდგომ – სარდლობა) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – თავდაცვის ძალების მეთაური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სარდლობას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა“, აგრეთვე ემბლემა, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, ხოლო ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის (შემდგომში – J-4 დეპარტამენტი) მიერ დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათ მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;“; გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი შეკეთების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით;“; გ.გ) „ე“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე ქონებით, სათბობით, საკვებით, საწვავ-საპოხი მასალებით, კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით, J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე; ზ) თავდაცვის ძალების საბრძოლო მოქმედებების, წვრთნისა და სასწავლო პროცესების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა;“; გ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დროული და სრული უზრუნველყოფა შენახვაზე არსებული შეიარაღებითა და ტექნიკით, საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალებით, კავშირგაბმულობისა და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით, სათადარიგო ნაწილებით, ასევე სურსათ-სანოვაგით, საინჟინრო და სანივთე ქონებით;“; გ.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“; გ.ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ცენტრალიზებული რემონტის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“; გ.ზ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) საბრძოლო ამოცანის ან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოყოფილი საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკის შეკეთების/გარემონტების მიზნით, საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების სხვა ტექნიკაზე გადატანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი წინადადებების წარდგენა თავდაცვის ძალების მეთაურისათვის;“; დ) მე-2 მუხლს დაემატოს „ც“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ც) თავდაცვის ძალებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება და შეკეთება ან/და მათში კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელება.“; ე) მე-3 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარდლობას ხელმძღვანელობს სარდალი (შემდგომში – სარდალი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სარდლობის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს სარდლობის პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაადგილების თაობაზე; ე) უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები;“; ე.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარდალი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე. 4. სარდალს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლობის შტაბის უფროსი იმავდროულად არის სარდლის მოადგილე. მოადგილეების საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ლოჯისტიკის ცენტრი (აღმოსავლეთი); თ) ლოჯისტიკის ცენტრი (დასავლეთი);“; ზ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „კ“ ქვეპუნქტებში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, კომპეტენციის ფარგლებში, ქვედანაყოფს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“; თ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: თ.ა) „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას ჯავშანტექნიკით, საავტომობილო და საინჟინრო ტექნიკით, სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური საშუალებებით, საფრენი აპარატებით და მცურავი საშუალებებით, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათი მარაგნაწილებით და საბრძოლო მასალებით. მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; დ.ბ) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე და საკანცელარიო ქონებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სურსათ-სანოვაგით, სამზარეულო და სხვა ინვენტარით, სამეურნეო ქონებით, ასევე მათი მიღების, განთავსების, შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;“; თ.ბ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.დ) საბრძოლო ამოცანის ან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოყოფილი საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკის შეკეთების/გარემონტების მიზნით, ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების სხვა ტექნიკაზე გადატანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მისაღებად სარდლისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების მოხსნისა და სხვა ტექნიკაზე გადატანის შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანების პროექტის მომზადება.“; თ.გ) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ბ) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით, კომუნალური დანახარჯების აღრიცხვას;“; თ.დ) „ვ.ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ.ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, მათი კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსებისა და საიმედოობის შეფასებას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საშიში სიტუაციებისას;“; ი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და ტექნიკის, ჯავშანტექნიკის, ოპტიკური ხელსაწყოების, რადიოლოკაციური სისტემების კავშირგაბმულობის საშუალებების, საინჟინრო ტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება და შეკეთება ან/და მათში კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელება.“; კ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ცენტრალიზებული საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფა, სპეციალური ტექნიკით მომსახურება და იმ მსუბუქი ავტომანქანებით ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, რომლებიც ემსახურებიან სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირებს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას;“; ლ) მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭირო სანივთე ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების) და კომუნიკაციების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა; ე) სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის და სამზარეულო ინვენტარის მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ვ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფას ახორციელებენ დისტრიბუციის გზით; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით მომსახურება; ი) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მიღება-განთავსება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში და ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესის განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. 8. ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სანივთე ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების) და კომუნიკაციების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა; ე) სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის და სამზარეულო ინვენტარის მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ვ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფას ახორციელებენ დისტრიბუციის გზით; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით მომსახურება;“; მ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების პოლიგრაფიული მომსახურება, თავდაცვის ძალებში ტოპოგეოდეზიური მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა, სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა და დოკუმენტირება.“; ნ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების დამატებითი კომპეტენცია, საქმიანობის წესი და პროცედურა, სარდლობის ამოცანებისა და ფუნქციების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები