„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-1016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016557
2-1016
18/12/2018
ვებგვერდი, 19/12/2018
010240030.22.023.016557
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1016

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს 07/12/2017 N1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა) იურიდიული სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) ფინანსური სამსახური;

გ) სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახური;

დ) მეხილეობის კვლევის სამსახური;

ე) მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახური;

ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური;

ზ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური;

თ) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;

ი) ბიოაგროწარმოების სამსახური;

კ) მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;

ლ) ვეტერინარიის კვლევის სამსახური;

მ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი;

ნ) აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური;

ო) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ამსახური;

პ) რისკის შეფასების სამსახური;

ჟ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური;

რ) მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია);

ს) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახური;

ტ) ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური;

უ) აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური;

ფ) ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახური.“

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

გ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ცენტრი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნტერესების წარმოდგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ზ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

თ) ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კ ონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ი) უზრუნველყოს ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება;

კ) სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

მ) მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;

ნ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ვეტერინარიის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების (მათ შორის, საკარანტინო) კვლევა და ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება;

ბ) ახალი ვეტპრეპარატების კვლევა;

გ) მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელების, გამრავლების და მოვლის თანამედროვე მეთოდების შემუშავება;

დ) კვლევის შედეგების და მიღებული მონაცემების შეფასება და ინტერპრეტაცია;

ე) ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების მომზადება, რეგიონებში სასწავლო–პრაქტიკული ხასიათის ტრენინგების ჩატარება.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი