„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4073-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.019331
4073-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
120260020.05.001.019331
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 103 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის მოსამსახურეები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ის მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება;“.

მუხლი 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეს (წვევამდელს), რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობს ამ სამსახურის სისტემაში, მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2019 წლის 1 იანვრიდან სამსახურს გააგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში,  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებულ 4-წლიან ვადაში ჩაეთვლება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4073-რს