„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების,მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების,მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016476
73
26/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
190020020.35.123.016476
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების,მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების,მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2018 წლის 26 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018. №190020020.35.123.016427), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ)

მეორადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის განყოფილება: 14 შტატი. მათ შორის:

გ.ა)

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

მეორე რანგი /საშუალო მმართველობითი დონე/

1

1300

გ.ბ)

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მესამე რანგი /უფროსი სპეციალისტის დონე/

6

900

გ.გ)

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მესამე რანგი /უფროსი სპეციალისტის დონე/

2

800

გ.დ)

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 

მეოთხე რანგი /უმცროსი სპეციალისტის დონე/

5

700

2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 27 დეკემბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია



დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობაა 36 ერთეული. მათ შორის:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 5 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 3 ერთეული, თანამდებობრივი სარგო – 1200 ლარი.

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  – 1000 ლარი;

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგო – 1200 ლარი;

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 12 ერთეული, მათ შორის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში – 1250;

ბ) კურიერი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  – 800 ლარი;

გ) ოპერატორი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

დ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – აუდიტის განყოფილებაში – 2 ერთეული – მათ შორის:

დ.ა) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  – 1250 ლარი;

დ.ბ) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

ე) მძღოლი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250  ლარი;

ვ) სხვა პირები – 3 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700  ლარი;

ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

თ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი.

6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 3 ერთეული, მათ შორის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ბ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი.

7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული – 1000 ლარი;

9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 8 (რვა) ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.