„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.020962
645
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
120200010.10.003.020962
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №645

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.

2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე, მეთურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.

4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

5. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, უფროსის მოადგილე; პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე.

6. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების:  

ა) მთავარი სერჟანტი;

ბ) გენერალური შტაბის:

ბ.ა) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ.ბ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ბ.გ) დეპარტამენტის სამმართველოსა და სამსახურის უფროსი;

ბ.დ) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

ბ.ე) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

ბ.ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე და ცენტრის სამსახურის უფროსი;

გ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ე) ეროვნული გვარდიის:

ე.ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე.ბ) შტაბის უფროსი;

ე.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ე.დ) რეზერვისტთა მომზადებისა და  გადამზადების ცენტრის უფროსი;

ე.ე) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;

ე.ვ) გვარდიის სერჟანტი;

ვ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:

ვ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ვ.ბ) შტაბის უფროსი – სარდლის მოადგილე;

ვ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ვ.დ) ტოპოგრაფიული სამსახურის, ბაზისა და ცენტრის უფროსები;

ვ.ე) სარდლობის სერჟანტი;

ზ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის:

ზ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ზ.ბ) შტაბის უფროსი;

ზ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ზ.დ) აკადემიის, ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები;

ზ.ე) სარდლობის სერჟანტი;

თ) სპეციალური ოპერაციების ძალების:

თ.ა) მეთაური, მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;

თ.ბ) შტაბის უფროსი;

თ.გ) შტაბის განყოფილების უფროსი;

თ.დ) ბატალიონის, რაზმისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;

თ.ე)  სპეციალური დანიშნულების ასეულის, სნაიპერთა ასეულის მეთაური;

თ.ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი (ბორტოპერატორი) და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;

თ.ზ) სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი;

ი) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:

ი.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ი.ბ) შტაბის უფროსი;

ი.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ი.დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, ბრიგადის შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური;

ი.ე) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);

ი.ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის მეთაური;

ი.ზ) მთავარი სერჟანტი;

კ) აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების:

კ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

კ.ბ) შტაბის უფროსი;

კ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

კ.დ) ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;

კ.ე) მთავარი სერჟანტი.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:

ა) რექტორი, რექტორის მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციის უფროსი;

გ) კოლეჯის მეთაური;

დ) ბატალიონის მეთაური;

ე) სერჟანტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე