საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4029-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019382
4029-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
020000000.05.001.019382
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 663 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია

1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2.  „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით:

ა) I დანართში შეტანილი სახეობის ცოცხალი ცხოველისა ან მცენარისა − 4 000 ლარის ოდენობით;

ბ) I დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისა (გარდა სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა) − 3 000 ლარის ოდენობით;

გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა − 5 000 ლარის ოდენობით;

დ) სპილოს მთლიანი ეშვისა − 3 ცალისა ან 3 ცალზე მეტისა − 10 000 ლარის ოდენობით;

ე) მარტორქის მთლიანი რქისა − 2 ცალისა ან 2 ცალზე მეტისა − 10 000 ლარის ოდენობით;

ვ) II დანართში შეტანილი სახეობის ცოცხალი ცხოველისა (გარდა უხერხემლოებისა) ან მცენარისა − 3 000 ლარის ოდენობით;

ზ) II დანართში შეტანილი უხერხემლოების ცოცხალი ინდივიდისა − 800 ლარის ოდენობით;

თ) II დანართში შეტანილი სახეობის ნაწილისა − 800 ლარის ოდენობით;

ი) II დანართში შეტანილი სახეობის დერივატისა − 500 ლარის ოდენობით;

კ) III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისა − 300 ლარის ოდენობით.“.

2. 664 მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 82მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352  მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4029-რს