„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016368
288/04
28/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
220020000.18.011.016368
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს N195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №288/04

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 29/08/2018; ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  კომერციული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები, 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს კომერციულ ბანკებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს სესხის გამცემ სუბიექტსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. კომერციულ ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირები და სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტები 2019 წლის პირველი იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე