„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 653
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.020968
653
28/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
190040000.10.003.020968
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №653

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონულ პროექტს თან უნდა ახლდეს მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების ხელმოწერილი აქტის ასლი.“. 

2.  31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32, 33 და 34 მუხლები:

„მუხლი 32. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) დადგენის წესი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხა (ლიმიტი) დგინდება შემდეგი წესით:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტებისათვის გათვალისწინებული მთლიანი თანხის (ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდი) ნახევარი ავტომატურად განაწილდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წინა სამი წლის განმავლობაში ყოველ საბიუჯეტო წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი რესურსიდან ათვისებული თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) პროცენტული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის პროპორციულად;

ბ) ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ფონდით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მეორე ნახევრის განაწილების კრიტერიუმებია:

ბ.ა) თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობის ხვედრითი წილი, მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ მოსახლეობის რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 40%;

ბ.ბ) ყოველი მუნიციპალიტეტის ფართობის ხვედრითი წილი, მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ ფართობთან მიმართებით – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობის ხვედრითი წილი, მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.დ) მოსახლეობის რაოდენობის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობასთან ფარდობის ხვედრითი წილი – გასანაწილებელი თანხის 20%.

მუხლი 33. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების წესი

1. თუ მუნიციპალიტეტმა მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 მაისამდე სრულად ვერ წარადგინა ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი და ამ ლიმიტის არანაკლებ 50 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, ლიმიტის ფარგლებში დარჩენილი რესურსის ნახევარი (აუთვისებელი ლიმიტი) გამოიყენება სხვა მუნიციპალიტეტების დამატებითი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო მეორე ნახევრის იმავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, არ აქვს უფლება, წარადგინოს დამატებითი პროექტები ამ მუხლით გათვალისწინებული ეკონომიების ან/და აუთვისებელი ლიმიტის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, იგი უფლებამოსილია, აუთვისებელი ლიმიტიდან დამატებითი პროექტების დაფინანსების მიზნით, წარადგინოს პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა.

4. კომისიის მიერ აუთვისებელი ლიმიტის გამოყენებით პროექტების დაფინანსების შესახებ წლის განმავლობაში პირველი გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივლისისა.  

5. მუნიციპალიტეტს, რომელიც კომისიას წარუდგენს დამატებით პროექტებს აუთვისებელი ლიმიტიდან დასაფინანსებლად, 1 მაისს სრულად უნდა ჰქონდეს ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტზე ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

6. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიიღებს დაფინანსებას ამ მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად, არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აგვისტოსი გამოყოფილი თანხის არანაკლებ 75 პროცენტის ფარგლებში უნდა ჰქონდეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

7. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 მაისს სრულად წარადგენს ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელ პროექტ(ებ)ს და ამ ლიმიტის არანაკლებ 50 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას, მის მიერ ჩატარებული ტენდერ(ებ)ის ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიები რჩება, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მისი პროექტები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და აუთვისებელი ლიმიტი, ეკონომია და/ან მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა ვერ უზრუნველყოფს პროექტისათვის საჭირო ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის იმ პროექტზე, რომლის განხორციელება გადადის მომდევნო საბიუჯეტო წელზე.

მუხლი 34. დამატებით გამოყოფილი და დარჩენილი აუთვისებელი ეკონომიის/ფინანსური რესურსის განაწილების წესი

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის გაზრდის შემთხვევაში, დამატებული თანხის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. ამ წესის 33 მუხლით დადგენილი წესების შედეგად დარჩენილი ეკონომიის/ფინანსური რესურსის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენება ამ წესის 32 და 33 მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.