საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4105-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019394
4105-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 10/01/2019
020000000.05.001.019394
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 15311 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.“.

2. 15312 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.“.

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4105-რს