დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-5/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016576 |
|
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009, №45 მუხ. 509) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
1.
№1 დანართის (რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. შერჩევის კრიტერიუმებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი (ქულა). სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.“. |
2.
№2 დანართის (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მზადება შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში მინიჭებული კვოტის ზემოთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაწესებულებას/სასწავლებელს მოპოვებული აქვს აკრედიტაცია მომიჯნავე სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმების გადამზადების მიზნით საექიმო სპეციალობებში: „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „საოჯახო მედიცინა“). ამასთან, ზემოხსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი წესის გათვალისწინებით: ა) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის 5 წლამდე სტაჟის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში: ა.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-2 (2-ის ჩათვლით) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა; ა.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 2 - 10 (3-დან 10-მდე) – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50 %-ისა1; ა.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10 და მეტი – არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25 %-ისა1. ბ) საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში: ბ.ა) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 1-5 (5-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 100%-ისა; ბ.ბ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 5 - 10 (10-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 75%-ისა[1] ; ბ.გ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 10-20 (20-ის ჩათვლით) – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 50%-ისა1; ბ.დ) აკრედიტაციით მინიჭებული ლიმიტის (კვოტის) რაოდენობა 20-ზე მეტი – კონკრეტულ მოდულზე პასუხისმგებელი პირების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს აკრედიტაციით მინიჭებული ადგილების 25%-ისა1.“. [1] მრგვალდება მთელ რიცხვამდე (მიღებული წესის თანახმად). |
3.
N 2.2 დანართის (აკრედიტაციის კრიტერიუმები): |
ა)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა, ბირთვული მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“; |
ბ)
მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. აკრედიტაციის სპეციფიკური კრიტერიუმები საექიმო სპეციალობისათვის – ბირთვული მედიცინა“: ა) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისი მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს (სასწავლებლის აფილირებული დაწესებულებას) უნდა გააჩნდეს ბირთვული თერაპიისთვის აუცილებელი ბოქსირებული იზოლირებული პალატა; ბ) „ბირთვული მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამის/მოდულ(ებ)ის განხორციელების მიზნით აკრედიტაციის მაძიებელი სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის (აფილირებული დაწესებულებების ჩათვლით) მინიმალური დატვირთვა ერთ რეზიდენტზე გადაანგარიშებით უნდა იყოს:
გ) გატარებული პაციენტების რაოდენობა 1 რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით უნდა შეადგენდეს საშუალოდ 150 პაციენტს (როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, ბირთვული თერაპია) წელიწადში; დ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები წელიწადში (შესაბამისი პროფილის ფარგლებში, საწოლდღეებში) უნდა შეადგენდეს - ბირთვული მედიცინის პროფილი – 80.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები