„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016149
1
08/02/2019
ვებგვერდი, 11/02/2019
040170050.57.069.016149
„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებულ „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 14.12.2018, 040170050.57.069.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული გარანტია უნდა მოქმედებდეს სატენდერო წინადადების წარდგენიდან კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით ელექტრონული გარანტიის მოქმედების უფრო ნაკლები ვადა არ არის გათვალისწინებული.

4. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული გარანტია ბრუნდება:

ა) გამარჯვებული პრეტენდენტის შემთხვევაში – ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან მას შემდეგ, რაც იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება;

ბ) სხვა პრეტენდენტის შემთხვევაში – ამ წესის მე-17 მუხლის მე-4, მე-7 ან მე-8 პუნქტის საფუძველზე დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ ან, თუ მას დისკვალიფიკაცია არ მიუღია, გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის შემდეგ.“.

2. მე-18 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კონსოლიდირებულ ტენდერში არ გამოიყენება ელექტრონული გარანტია, ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია ითვალისწინებდეს გამარჯვებული პრეტენდენტის ვალდებულებას, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, გადაიხადოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიღებულ იქნება პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე