„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021078
63
13/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
300160070.10.003.021078
„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის №539 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 08/09/2014; 300160070.10.003.018159) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებების ტექნიკური რეგლამენტის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეზინფექციისთვის უნდა გამოიყენებოდეს საშუალებები, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე