„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ანათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ანათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017659
35/ნ
25/02/2019
ვებგვერდი, 25/02/2019
430210000.22.022.017659
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ანათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №35/ნ

2019 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, №140, 29.10.2010წ., მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:

1. მე-2 მუხლის „პ1“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ1) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო   შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო   შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;

ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე  ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები;“.

2. მე-9 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

ბ)    მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო  გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინფორმირებულობას და  ოლიმპიადიაზე რეგისტრაციის გავლის მსურველ პირთა სიის ცენტრისთვის გამოგზავნას. ცენტრი, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ მონაცემებს, ასახავს ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;“;

3.  მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის  საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე საპატიო  მიზეზით ცენრტში ვერ გაივლის  რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ დარეგისტრირდა ან/და ვერ გამოცხადდა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფორსმაჟორის ან ოლიმპიადის დაგეგმვისა და ჩატარების დროს სხვა დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ოლიმპიადის  ჩატარების ახალი ვადა ან/და ადგილი.“.

5.  მე-14 მუხლის:

ა)  მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ცენტრი ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე პირთა შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა)  სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“.

 ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 71  პუნქტი:

,,71. ოლიმპიადის მეორე ტურში გასული, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციას  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით  უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“.

6. მე-15 მუხლის:

ა)  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ცენტრი  ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე პირთა  შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა) სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც  ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-7  პუნქტი:

,,7. ოლიმპიადის მესამე ტურში გასული, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციას  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.’’;

7. მე-16 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცენტრი  ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილე პირთა  შედეგებს (გარდა გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების შედეგებისა) სპეციალური ბმულის საშუალებით აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 91  პუნქტი:

,,91. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილე, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შედეგებს  ცენტრი უგზავნის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“.

8. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი ოლიმპიადის მეორე ტურისათვის შენობათა შერჩევას ახორციელებს რესურსცენტრთან შეთანხმებით.“.

9. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;’’;

10.  22-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეიტინგული სიები, საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ სპეციალური ბმულის საშუალებით გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“.

11. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ამ წესის მე-15 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს ცენტრის მიერ, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით, გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მეორე ტურში.’’.

12. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობა ცენტრის მიერ ოლიმპიადის კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კლასების მიხედვით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა შესაბამისი წლის  ეროვნული სასწავლო ოლიმპაიდის რეგისტრაციამდე   სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ  ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი