დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4345-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310090000.05.001.019435 |
|
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების/სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას. ამ ქვეპუნქტის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას აღემატება) არ ვრცელდება: ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 19 მარტი 2019 წ. N4345-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები