„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4348-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.019437
4348-IIს
19/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
260000000.05.001.019437
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) 28-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. იმ პირს, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდა გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება სამსახურისთვის წარდგენილი, აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესების შემთხვევაში აღნიშნულ პირს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესს განსაზღვრავს სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 მარტი 2019 წ.

N4348-IIს