„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 14/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016300
5
14/03/2019
ვებგვერდი, 18/03/2019
300280000.16.009.016300
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2019 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 25-ე მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით).“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საცალო მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.“;

ა.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი (ერთობლივად) შეიძლება ფლობდეს გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ასეთ შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა მიერთდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან იმ სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს, რომლითაც მარაგდება საცალო მომხმარებელი ან ჯგუფის ყველა წევრი (სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს არსებული გამანაწილებელი ქსელი წარმოდგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის მოხმარების ადგილს).

42. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში,  საცალო მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ საცალო მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით. აღნიშნული მრიცხველები (აღრიცხვის კვანძები) წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშწორებო მრიცხველებს  (საბალანსო აღრიცხვის კვანძებს), ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.“;

ა.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.“;

ბ) 251 მუხლის:

 ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;“;

ბ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე.“;

ბ.დ) მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;

ბ) ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსაგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური.“;

ბ.ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ შემცირდება – განახევრდება.“;

გ) 252 მუხლის:

გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საანგარიშო წლის ანგარიშსწორების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახულ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა:

ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან

ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ სა ბანკო ანგარიშზე.“;

გ.გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით;

ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად;

დ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტოს იმ მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება დავალიანება.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი მაისიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია