დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.017695 |
|
პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
პროფესიული მომზადების პროგრამა
ზე
და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის პროცედურას ადგენს პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი). მუხლი 2. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის გამოცხადება 1. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია ცხადდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა). 2. იურიდიული პირი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა ამ პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს ღია ან დახურული წესით. 3. ღია წესით რეგისტრაციის გამოცხადების შემთხვევაში ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 4. დახურული წესით რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიულ პირს აქვს ხელშეკრულება სხვა იურიდიულ პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომლის ფარგლებშიც უნდა უზრუნველყოს პირთა გარკვეული წრის პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადება. დახურული რეგისტრაციის წესით აპლიკანტთა შერჩევის დროს იურიდიული პირი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი. 5. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადების მიზნით ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იყოს: ა) იურიდიული პირის სახელწოდება/ სამართლებრივი ფორმა/საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) იურიდიული პირის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; გ) იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი); დ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სახელწოდება; ე) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სახე (მომზადება/გადამზადება); ვ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა; ზ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (ასაკი, განათლება და სხვ.); თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის მოკლე აღწერა; ი) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილი; კ) ადგილების ზღვრული რაოდენობა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე; ლ) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე (მე-2/მე-3/მე-4/მე-5); მ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის ფორმა; ნ) აპლიკანტთა რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები (რეგისტრაციის დაწყების/დასრულების თარიღი წინ უნდა უსწრებდეს სწავლის დაწყების თარიღს); ო) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები; პ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა; ჟ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სწავლის საფასური; რ) ინფორმაცია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების შესახებ; ს) მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“-,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება ელექტრონულ სისტემაში იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის გამოცხადებისას. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ“-,,ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანას უზრუნველყოფს იურიდიული პირი. 7. იურიდიული პირი უფლებამოსილია, ელექტრონულ სისტემაში მის მიერ ასახული ინფორმაცია, შეცვალოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. ცვლილების შესახებ აპლიკანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მუხლი 3. აპლიკანტთა რეგისტრაცია 1. იურიდიული პირის მიერ, რეგისტრაციის ღია წესით გამოცხადების შემთხვევაში, ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო დახურული წესით რეგისტრაციის გამოცხადების შემთხვევაში ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის. 2. აპლიკანტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციისათვის გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს შესაბამის იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული სისტემის გამოყენებით. რეგისტრაციის დახურული წესით გამოცხადების შემთხვევაში, აპლიკანტთა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციას ახორციელებს იურიდიული პირი ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 3. აპლიკანტს ან იურიდიულ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს ელექტრონულ სისტემაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) ფაქტობრივი მისამართი/რეგისტრაციის მისამართი; დ) ინფორმაცია აპლიკანტის განათლების შესახებ; ე) მონაცემები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, დევნილის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) ინფორმაცია ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. 4. აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტაზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. 5. ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ირჩევს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამას/პროგრამებს. 6. აპლიკანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია. 7. ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა ამ წესით განსაზღვრული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები. მუხლი 4. აპლიკანტთა შერჩევა 1. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება იურიდიული პირის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იურიდიული პირი ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტს მიაწოდოს ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, იურიდიული პირი, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს აპლიკანტისთვის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას. მუხლი 5. მსმენელის სტატუსის მოპოვება/შეწყვეტა 1. ჩარიცხვის უფლების მქონე პირი ვალდებულია იურიდიული პირის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იურიდიული პირი უზრუნველყოფს ჩარიცხვის უფლების მქონე პირისთვის მსმენელის სტატუსის მინიჭებას, რაც დასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ინფორმაცია მსმენელის სტატუსის მინიჭების შესახებ ელექტრონულ სისტემაში აისახება შესაბამის პროფესიულ მომზადების/პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე. 3. ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდეგ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია დაუკავშირდეს იმ აპლიკანტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, მაგრამ კონკურსის გამო ვერ მოხვდნენ ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა სიაში. იურიდიული პირი ვალდებულია ამ კატეგორიის პირთათვის მსმენელის სტატუტის მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება და ელექტრონულ სისტემაში ასახვა უზრუნველყოს შესაბამის პროგრამაზე სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. მსმენელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას უწყდება მსმენელის სტატუსი, რაც იურიდიულის პირის მიერ აისახება ელექტრონულ სისტემაში 3 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 1. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრისა: ა) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და იურიდიული პირი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების გამოცხადების მიზნით ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას მართვის სისტემაში წარადგენს მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად; ბ) იურიდიული პირი თავად უზრუნველყოფს მსმენელის სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, ხოლო ელექტრონული სისტემის შექმნისთანავე ამ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 2. 2019 წლის 1 ნოემბრამდე აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთ პროფესიულ მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის ვადის დაწყებიდან პირისთვის მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე. |
დოკუმენტის კომენტარები