დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021154 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017598) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთების შესახებ.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების შემდეგ ინსპექტირების ცენტრის მიერ ფორმდება შეფასების აქტი ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ხდება მისი რეგისტრაცია სააღრიცხვო ჟურნალში, საიდენტიფიკაციო მონაცემების (აქტის №, აქტის შედგენის რეგისტრაციის თარიღი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, გადაკეთების სახეობა, მფლობელი, მისი მისამართი და ტელეფონი) მითითებით. დადებითი შეფასების შემთხვევაში, გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე გაიცემა გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების ცენტრის მიერ, ამ რეგლამენტის დანართ №3-ით გათვალისწინებული ფორმით.“; ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარულ დღეში განახორციელოს გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 5. დანართ №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია სატვირთო თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების ძარას ბორტების ცვლილების გზით სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების შეცვლა, თუ იგი აღემატება „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.“. 6. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დადგენილების შესაბამისად განახორციელოს ცვლილებები „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №3
|
გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში
|
გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე ინსპექტირების ანგარიშის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს. 2. ინსპექტირების ცენტრის დასახელებას. 3. ინსპექტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონის ნომერს. 4. ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს. 5. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს. 6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს: ა) მფლობელი; ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი); გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება; დ) მარკა და ტიპი ან/და მოდელი; ე) ძრავას მარკა; ვ) ძრავას მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ); ზ) სრული მასა, კგ; თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ; ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ; კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ; ლ) გაბარიტული ზომები, მმ. 7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებსა და მათ მნიშვნელობას. 8. დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით. 9. ინსპექტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები