შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/34505-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/34505-18
18/03/2019
ვებგვერდი, 26/03/2019
შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330216918002741809

№2/34505-18

 

საოქმო განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

(ამონაწერი კრედიტორთა კრების სხდომის ოქმიდან)

 

2019 წლი ს 18 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) : ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე

განმცხადებელი (კრედიტორი) სსიპ „შემოსავლების სამსახური“

მოვალე შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“

მეურვე სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

მოთხოვნის არსი შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 3 აპრილს, 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე (კრების თავმჯდომარე):                        ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი                                                              ილია ვაშაკიძე