შპს ,,საქართველოს ნავთობისა დ გაზის სერვისული კომპანიის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

შპს ,,საქართველოს ნავთობისა დ გაზის სერვისული კომპანიის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5023-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/5023-19
21/03/2019
ვებგვერდი, 29/03/2019
შპს ,,საქართველოს ნავთობისა დ გაზის სერვისული კომპანიის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/ 5023-19

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ

 

2019 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი/მოვალე – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია“

(საიდენტიფიკაციო კოდი 206339924)

დირექტორი – ზაქარია სადაღაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 12 მარტს განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ დირექტორმა ზაქარია სადაღაშვილმა და მოითხოვა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით , შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ დირექტორს ზაქარია სადაღაშვილს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ დირექტორს ზაქარია სადაღაშვილს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოადგინოს სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ბრძანება) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2019 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ დირექტორმა ზაქარია სადაღაშვილმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ბრძანება) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, მე-19-ე, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924) დირექტორის ზაქარია სადაღაშვილის განცხადება შპს ,,საქართველოს ნავთობისა დ გაზის სერვისული კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისულ კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924) აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისულ კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 206339924) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნას 2019 წლის 24 აპრილს 15:00  საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6, დარბაზი 51.

კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგი:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2019 წლის 02 აპრილისა, განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ“.

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                           თამარ ჭუნიაშვილი